გაერთიანებული ევროპის მოქალაქეები სულ უფრო პესიმისტურად არიან განწყობილნი საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ.
სააგენტო "ევრობარომეტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უმუშევრობის ზრდით რეგიონში რესპონდენტთა 50 პროცენტზე მეტია შეწუხებული.
როგორც სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, ევროპის მოსახლეობას ყველაზე მეტად სამსახურის დაკარგვის საფრთხე აშინებს.
გამოკითხვა ევროკავშირის 27 სახელმწიფოში ჩატარდა და მასში 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე პესიმისტურად საკუთარი მომავლის მიმართ ესტონელები (68 პროცენტი), ესპანელები (66 პროცენტი),ბერძნები (65 პროცენტი), შვედები (63 პროცენტი), ფრანგები (59 პროცენტი) და გერმანელები (53 პროცენტი) არიან განწყობილნი.