ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში "ლიბერთი ბანკის" მომსახურების ცენტრი გაქურდეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის სოფელ ვაკიჯვარში, როლანდ ხუნდაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამ ფაქტს ადასტურებს.
– დღეს დილით დამლაგებელმა შეამჩნია, რომ ოთახის კარები გატეხილი იყო. მომსახურების ცენტრის თანამშრომელმა მითხრა, რომ 170 ლარი არის წაღებული. როგორც კი გავიგე მომხდარის შესახებ, უმალვე დავრეკე პოლიციაში, – გვითხრა როლანდ ხუნდაძემ.