საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რეცეპტსდაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
"უკანასკნელ პერიოდში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შეინიშნება რეცეპტსდაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები. აღნიშნული განსაკუთებით თვალშისაცემია საკურორტო ზონებში, სადაც ჭარბად არიან უცხო ქვეყნის ტურისტები.
მოვუწოდებ სააფთიაქო ქსელის წარმოამდგენლებს დაიცვან კანონი და რეცეპსტდაქვემდებარებული პრეპარატები ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე არ გაიცეს მოქალაქეებზე.
ასევე მოვუწოდებ წამლის სააგენტოს ყორადღება გაამახვილოს აღნიშნულ საკითხზე და აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.
"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი რეალიზატორებს ავალდებულებს დაიცვან მოქალაქეები მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარებისგან, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მათთვის.
კანონი სარეცეპტო სისტემის შესახებ მიღებულ იქნა სწორებ იმ მიზნისთვის, რომ აღვკვეთოთ სააფთიაქო ნარკომანია და თვითმკურნალობის მავნე ჩვევები. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.
მოვუწოდებ ყველას, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. "–ნათქვამია განცხადებაში.