ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, შოთა ართმელაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
_ თუ რამე მოხდა, ჩვენ თვითონ გავავრცელებთ ინფორმაციას. ჯერჯერობით არაფერი ვიცით ამის შესახებ, – გვითხრეს პრესსამსახურში.
"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა:
" არაფერი არ ვიცი, არ ვარ რაიონში და ვერაფერს გეტყვით." – გვითხრა დავით დარჩიამ.