ეროვნულ ლიგა 3-ში 25-ე ტურის მატჩი ჩაატარა ჩოხატაურის “ბახმარომ”. თამაში ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სტადიონზე “ბახმაროს” გამარჯვებით დასრულდა. საფეხბურთო კლუბმა “ბახმარომ” სტუმრად მყოფი საჩხერეს “ჩიხურა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
პირველი გოლი სტუმართა კარში 78-ე წუთზე ვანო წილოსანმა გაიტანა. მალე კი კიდევ ერთი გოლის გატანა თამაშის 86-ე წუთზე ნოდარ მაჭავარიანმა შეძლო. მესამე გოლი კი სტუმართა კარში შალვა მაღალდაძემ გაიტანა.