შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, ხანძრის შედეგად განათების და ელექტრო მომარაგების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა, 2022 წლის 3 ივნისს 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქობულეთის გავლით.