https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

3 წამყვან ოსკაროსან ფილმზე ქართველი ხმის რეჟისორი მიშა კაჭკაჭიშვილი მუშაობდა

6:03; 3.03.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის, “ოსკარის” ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია, საუკეთესო ფილმის პრიზი “მწვანე წიგნმა” მოიგო. ამ ფილმზე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმაც იმუშავა. “მწვანე წიგნის” ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია “ესპლანადაში” მომზადდა, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ შტატში, ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს.

მიშა კაჭკაჭიშვილს ტელეფონით დავუკავშირდით, რათა ჩვენთვის ამ ფილმზე მუშაობის პროცესზე მოეთხრო. შემთხვევით გავიგეთ, რომ მიშას თურმე, “ოსკარის” მთავარ ნომინაციაში გასულ კიდევ ორ ფილმზე უმუშავია: “შავი კლანის კაცი” და “ვარსკვლავი დაიბადა”. ამ ფილმებმა “ოსკარი” სხვა, არანაკლები მნიშვნელობის კატეგორიებში აიღეს.

სამივე ფილმი, რომელთა მუსიკის ნაწილი მიშამ “ესპლანადაში” ჩაწერა, ბევრი პრესტიჟული ამერიკული და საერთაშორისო პრიზით დაჯილდოვდა, არამარტო კინემატოგრაფიული, არამედ მუსიკალური ღირსებების გამოც. “მწვანე წიგნმა” 3 “ოსკარი”, 3 “ოქროს გლობუსი”, ბრიტანული “ბაფტა” და ბევრი სხვა პრემია მოიპოვა; “შავი კლანის კაცის” აქტივშია “ოსკარი”, “ბაფტა”, კანის ფესტივალის გრან-პრი და უამრავი სხვა ნომინაცია; ფილმის “ვარსკვლავი დაიბადა” ჯილდოებს შორისაა: “ოსკარი”, “ოქროს გლობუსი”, “ბაფტა” და მრავალი სხვა პრიზი თუ ნომინაცია.

რეჟისორ სპაიკ ლის ფილმის “შავი კლანის კაცი” მუსიკის ავტორია ტერენს ბლანჩარდი – გვიყვება მიშა. “ბლანჩარდთან ერთად ალბათ, მინიმუმ 5-6 ფილმზე მიმუშავია. ბლანჩარდი აქ ცხოვრობს, ახალ ორლეანში. შარშან ამ დროს, სპაიკი იყო ჩამოსული ახალ ორლეანში. ჩემთან სტუდიაში მოვიდნენ და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩაეწერათ ფილმის მუსიკა. ტერენსი და სპაიკი დიდი ხნის მეგობრები არიან, ბრუკლინიდან მოყოლებული მეგობრობენ.

მუსიკა მათ ორ ნაწილად გაყვეს. ძირითადი ნაწილი ბლანჩარდის ელექტრონულ ბენდ “ი-კოლექტივთან” ერთად ჩაიწერა, მეორე ნაწილი კი ორკესტრთან ერთად მომზადდა. ის, რაც “ი-კოლექტივმა” შეასრულა, დაახლოებით 10 მუსიკალური მონაკვეთი, მე ჩავწერე და შემდეგ ჩემს სტუდიაშივე მოხდა მიქსინგი. რაც შეეხება საორკესტრო ნაწილს, ის ლოს-ანჯელესში, “სონის” სტუდიაში ჩაწერეს. ფილმზე მუშაობა შარშან, სადღაც აპრილის ბოლოს, თუ მარტის დასაწყისში დავასრულეთ”.

ჩვენ დავინტერესდით, მოიხსენებენ თუ არა ჰოლივუდის პროდუქციის ტიტრებში მიშას თავისი სახელით და გვარით. როგორც ირკვევა, “შავი კლანის კაცის” და “მწვანე წიგნის” ტიტრებში ნახსენებია მისი სტუდია “ესპლანადა” და მიშა კაჭკაჭიშვილიც, როგორც ხმის ჩაწერის რეჟისორი. ინგლისურად ეს ე.წ. კრედიტი ასე ჟღერს: Recording Engineer, Mixer.

ფილმის “ვარსკვლავი დაიბადა” ტიტრებში მიშას სახელი არ მოხვდა, რადგან ის მუსიკა, რომელიც ფილმისთვის “ესპლანადაში” ჩაწერეს, საბოლოო ვერსიიდან ამოიღეს. მიშას თქმით, ფილმის რეჟისორს ბრედლი კუპერს ის “სკაიპის” საშუალებით ესაუბრებოდა. სიმღერა, რომელიც მის სტუდიაში ჩაიწერა, მთავარი გმირების ქორწილის სცენაზე იყო გათვლილი, რომელიც ეკლესიაშია გადაღებული. კომპოზიციასაც “ესპლანადაში” საეკლესიო გუნდი ასრულებდა.

“რაც შეეხება “მწვანე წიგნს”, მასზე მუშაობაც გასულ წელს დაიწყო. ჩემთან, სტუდია “ესპლანადაში” ჩაიწერა ფილმის გამხსნელი სცენის მუსიკა, სიმღერა Old Black Majic, რომლითაც ფილმი იწყება. ამ სიმღერისთვის ბენდიც მე ჩავწერე, მომღერალიც და მიქსინგიც მე გავაკეთე” – ყვება მიშა.

ქართველი ხმის რეჟისორის თქმით, “ესპლანადაში” ჩაიწერა მუსიკა ფილმის კიდევ ერთი მოზრდილი სცენისთვის. “თუ გახსოვთ, მთავარი გმირები ამერიკის სამხრეთში ჩადიან გასტროლებზე. იქ ისინი კლუბში შედიან, პიანისტი ჯერ შოპენს უკრავს, შემდეგ კი ადგილობრივებთან ერთად ბლუზს ასრულებს. ორივე ნაწარმოები ჩემთან ჩავწერეთ და დავმიქსეთ. ფილმის აი ეს ორი, საკმაოდ გრძელი მუსიკალური ნაწილია “ესპლანადაში” ჩაწერილი” – ამბობს მიშა. მისი თქმით, “მწვანე წიგნის” დანარჩენი მუსიკა ძირითადად ძველი ჩანაწერებიდანაა აღებული.

მიშა კაჭკაჭიშვილის თქმით, ძალიან ხშირად, ჰოლივუდის ფილმებისთვის მუსიკის ჩაწერა წინ უსწრებს გადაღების პროცესს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა კინო დიდი დოზით ეყრდნობა მუსიკალურ მასალას.

სულ, 2018 წელს, სტუდიაში “ესპლანადა” 10-ზე მეტ ფილმზე იმუშავეს. ჰოლივუდის სტუდიების გარდა, ჰქონდათ “ეიჩ-ბი-ოს”, “შოუთაიმის” და “ნეტფლიქსის” დაკვეთები. “ყველას სახელი არც მახსოვს, სიმართლე გითხრა. ერთი რაც დამამახსოვრდა, კომედია იყო “უკანასკნელი გაცინება”, ისიც იმიტომ, რომ ამ ფილმზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თითქმის მთლიანად აქ ჩავწერეთ, “ესპლანადაში”.

“უკანასკნელ გაცინებაზე” 6 თვე ვმუშაობდით. ზოგჯერ ჩავწერთ ხოლმე კომპოზიციას, შემდეგ რაღაცის შეცვლა მოუნდებათ და წავშლით. მერე თავიდან ვიწყებთ ყველაფერს. მართლა კარგი კომედიაა, ის შემდეგ “ნეტფლიქსის” წლის საუკეთესო სამეულშიც დაასახელეს”.

ახლა მიშა კაჭკაჭიშვილი მუშაობს ამერიკულ ფილმზე American Reject, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ფილმს ძირითადად ახალ ორლეანში იღებენ და პირველადი ინფორმაციით, ის პოპულარული ტელეშოუს, სიმღერის კონკურსის მონაწილე გოგონაზეა, რომელიც წარმატებას ვერ აღწევს და კონკურსს ტოვებს.

ფილმების გარდა, სტუდიაში “ესპლანადა” რა თქმა უნდა, ბევრ მუსიკალურ ალბომსაც წერენ. ორი კვირის წინ დასრულდა რიკი ლი ჯონსის ახალი სიმღერების ჩაწერა. ეს ამერიკელი ვოკალისტის რიგით მეორე ალბომია, რომელიც მიშა კაჭკაჭიშვილმა მოამზადა. 2019 წელს ასევე გამოდის როკ-ჯგუფის “ლაივ” ახალი კონცერტი. მიშას თქმით, ამ ალბომზე მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესო იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან სიმღერები ძველი მეთოდით, ფირზე ჩაწერეს.

მიშა კაჭკაჭიშვილის გასაცნობად და მისი ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდიის “ესპლანადას” სანახავად, რომელიც ახალ ორლეანში ყველაზე დიდი სტუდიაა, “ამერიკის ხმა” გასულ წელს, ახალ ორლეანში ჩავიდა. იქ შევიტყვეთ, რომ “ესპლანადაში” იწერება ლუიზიანის ფილარმონიის 75-კაციანი ორკესტრის ალბომები. მიშასთან უმუშვიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორიცაა ერიკ კლაპტონი, ბიონსე, უილ ნელსონი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა.

წყარო: ამერიკის ხმა

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

გიორგი შავგულიძის „მასკარადი“

შემთხვევა „სანდუნოვის“ აბანოში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის

15:49; 6.03.2026
საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიასა და სხვა რეგიონებში

15:14; 6.03.2026
საზოგადოება

სამინისტრო: ექსპორტირებული თხილის რაოდენობა – 33%-ით, ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ გაიზარდა

15:08; 6.03.2026
საზოგადოება

ვაშლის ექსპორტის მოცულობა და ღირებულება გაიზარდა- რომელ ქვეყნებში გააქვთ

14:38; 6.03.2026
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

14:02; 6.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება _ პროგნოზი რეგიონების მიხედვით

13:33; 6.03.2026
ზაფრანი

“7-თვიანი დიდი ომი და ფუტკრების გუნდი თეირანის ცაზე“ – ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

13:24; 6.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს, სად არის

13:16; 6.03.2026
ფინანსები

6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

12:55; 6.03.2026
მსოფლიო

“კუბა დაეცემა” – ტრამპი

11:32; 6.03.2026
მსოფლიო

ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

11:29; 6.03.2026
საზოგადოება

რამდენიმე დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ – “ნაპოვნია მხოლოდ მისი მანქანა”

11:07; 6.03.2026
ზაფრანი

გაიგე, რა არის შენი სისუსტე

9:38; 6.03.2026
მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

9:36; 6.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

9:31; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო