ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა სამტრედიაში დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლის მამაკაცია.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.