ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრება.
ბიბლიოთეკა დღეს, 16:00 საათზე, ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა მედიასახლ "გურია ნიუსისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით, ახალგაზრდების ენთუზიაზმით, შრომით და სიყვარულით კეთდება.
ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციის, ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.
"ვერეს თაობა" გურიაში სახელმწიფოებრივი იდეების ირგვლივ ერთიანდება და სიყვარულით თანაცხოვრებას იწყებს!