განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკას, რომელიც ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში დღეს გაიხსნა, საჩუქრად წიგნები გადასცა.
თამარ სანიკიძემ ბიბლიოთეკას წიგნები როგორც სამინისტროს, ასევე, პრემიერ-მინისტრის სახელითაც გადასცა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით, ახალგაზრდების ენთუზიაზმით, შრომით და სიყვარულით კეთდება.
ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციის, ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.
"ვერეს თაობა" გურიაში სახელმწიფოებრივი იდეების ირგვლივ ერთიანდება და სიყვარულით თანაცხოვრებას იწყებს!