ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშაყმაძის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის რწმუნებულად სოსო სალუქვაძე დანიშნა. ის მუშაობას დღეიდან, ორშაბათიდან შეუდგება.
_ სოსო სალუქვაძე ჩემი სოფლის, ლიხაურის მკვიდრია. ის ძალიან კარგი ადამიანია, _ უთხრა “გურია ნიუსს” ვაშაყმაძემ.
სოფელ ლიხაურის რწმუნებულის მოვალეობას ილია ვაშაყმაძის ბიძა, დინერი ვაშაყმაძე ასრულებდა.