საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს საზაფხულო ბაგა-ბაღები მოინახულა.
თბილისში 1 ივლისს 25 მუნიციპალური საზაფხულო ბაგა-ბაღი გაიხსნა. საზაფხულო ბაღები იმ ბავშვებისთვის ფუნქციონირებს, რომელთა მშობლები ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაგა-ბაღები ადგილ-მდებარეობის, შენობისა და კეთილმოწყობილი ეზოს გათვალისწინებით შეარჩია და ისინი თბილისის ყველა რაიონში ფუნქციონირებს.
თემურ თორდინავას განცხადებით, "საზაფხულო ბაღებში ბავშვებს განსხვავებული დღის რეჟიმი და მენიუ აქვთ.
"მათი კვების რაციონი ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტებითაა დატვირთული. ჩვენ ყველა მსურველის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ამ ეტაპზე 9 500-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული", _ აღნიშნა თორდინავამ
საზაფხულო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.