ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს შორის. სხდომაზე, სადაც იხილებოდა დეპუტატ შოთა ართმელაძის კომისიის თავჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატმა დავით მჟავანაძემ დასვა კითხვა, იღებდა თუ არა "ქართული ოცნება" დეპუტატ ართმელაძის საქმეზე პასუხისმგებლობას.
"ქართული ოცნების" დეპუტატებისგან კი მიიღო პასუხი, იღებდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა"პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში ათეულობით დაჭერილი გამგებლის საქმიანობის გამო.
ამას მოყვა ურთიერთშელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დეტალებს სხდომის შესახებ "გურია ნიუსი" რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.