ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის კენჭისყრაში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს.
სხდომა მიმდინარეობს სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული დეპუტატის შოთა ართმელაძის კომისიის თავჯდომარეობიდან გადაყენების მიზნით.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე "გურია ნიუსთან" განმარტავს მიზეზებს, რატომ არ აპირებს მისი ფრაქცია არ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.
"ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. დავაყენეთ საკითხი, გვსურდა მიგვეღო პასუხი საკრებულოს თავჯდომარისგან, მათი შეფასებები იყო პოლიტიკური თუ სამართლებრივი და იღებდა თუ არა ის პასუხისმგებლობას დაპატიმრებული დეპუტატის საქმიანობის გამო. გარდა ამ დეპუტატისა, იცით რომ დაპატიმრებულია კიდევ ერთი საჯარო მოხელე, ერთ- ერთი სოფლის რწმუნებული. ამას მოჰყვა დაპირისპირება და აგრესია, იმიტომ რომ არ ქონდათ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი.ამ ფარსში "ნაციონალური მოძრაობა" არ მიიღებს მონაწილეობას".
ფოტოზე: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს წევრი, დეპუტატი დავით მჟავანაძე, რომელიც ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა.