EURONEWS-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრს ალექსის ციპრასს ოპოზიციონერი პარტიების მხარდაჭერა სჭირდება, რომ ქვეყანაში აჯანყება არ მოხდეს.
„ჩვენ ვართ ვალდებული გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დადებული მძიმე გარიგება საზოგადოებაზე უარყოფითად არ აისახოს“, _ განაცხადა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრმა პანოს სკოურლეტისმა.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტს ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ მხარს, თუმცა კენჭისყრა გასულ კვირას პარლამენტში დებატებით და პარლამენტის მიღმა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.