საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით ეკა ხერხეულიძეს მისი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა:
"აი მაგალითად ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა, ბრძანა რამდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, რომ სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა იბიარდზე 10 წლის განმავლობაში, ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას", _ განაცხადა ჯაჭვლიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.