ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გასულ 24 საათში კორონავირუსზე 301 ტესტი ჩატარდა.
სულ ოზურგეთში 21 418 ტესტია ჩატარებული, დადასტურებულია ინფიცირების 3 226 შემთხვევა.
3226 ინფიცირებულიდან 2983 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 26 გარდაიცვალა. აქტიურია ინფიცირების 217 შემთხვევა.
217 ინფიცირებულიდან სტაციონარში 36 ადამიანი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 39, ბინაზე კი 142. თვითიზოლაციაში 29 ადამიანი რჩება.