https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაკავებულ საჯარო მოხელეებს სოფელი თავდებში უდგება

12:07; 23.07.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"არ გავჩერდებით, მოვითხოთ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას და შუამდგომლობას, მთავრობას ვთხოვთ ჩადგნენ ამ საქმეში, ამდენი წლის განმავლობაში მათ სოფლისთვის სიკეთის მეტი არ გაუკეთებიათ.  ვთხოვთ მთავრობას, დაგვიდგნენ მხარში,  დაინახონ სიმართლე და ჩვენც სამაგიეროდ არჩევნებზე დავუდგებით მხარში. წინააღმდეგ შემთხვევაში  გპირდებით, რომ დაბა ნასაკირალში და  მთელ იმ სოფლებში, სადაც აჭარლები ცხოვრობენ, დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებზე ერთ ხმასაც ვერ მიიღებს! იმედი გავქვს, რომ გონვრულად მოიქცევიან"– ასე ეხმაურებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მცხოვრებლები მათი სოფლის დეპუტატისა და რწმუნებულის დაკავების ფაქტს. 

ოზურგეთში ცხელი ზაფხული საჯარო მოხელეები ხმაურიანი დაკავებებით დაიწყო.

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 17 ივლისს  ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატი,   აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების  კომისიის თავმჯდომარე  შოთა ართმელაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ანთაძე  17 ივლისს ქობულეთში დააკავეს.

შსს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე მდებარე უმოქმედო სკოლის შენობის სათანადო ნებართვისა და პროცედურების გავლის გარეშე ერთწლიან სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეებს ქრთამის სახით 2000 აშშ დოლარი და 1000 ლარი გამოართვეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე  არის "შეკერილი, რომლითაც გამოძიებას სხვა მაღალჩინოსნებზე სურდა გასვლა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, საქმე ისე "ვერ შეიკერა",  როგორც სუს-დან იყო დაგეგმილი. 

"გურია ნიუსმა" გაარკვია, რომ შენობა, რომელიც თურქებს უნდა აეღოთ ერთწლიანი სარგებლობის უფლებით, არის ძველი ბავშვთა ბაღისა და სკოლის ყოფილი შენობა, ამჟამად უფუნქციო და თითქმის დანგრევის პირზე მყოფი. შენობა  არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრება, არც ეკონომიკის ბალანსზე ირიცხება, ის ეკუთვნის სააქციო საზოგადოება ნასაკირალს, რომლის დირექტორიც იყო დაბა ნასაკირალის დეპუტატი შოთა ართმელაძე.სააქციო საზოგადოება ნასაკირალი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო აქციონერი შესაძლოა იყოს მთელი სოფელი, ან თუნდაც 50 კაცი.

შოთა ართმელაძეს ჰქონდა უფლება, სააქციო საზოგადოების  კრების გადაწყვეტილებით, დირექტორთა საბჭოს მოწვევით და თანხმობით, მიეღო  ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გამგეობისა და საკრებულოს  ჩარევის გარეშე და გაესხვისებინა აღნიშნული ფართი დროებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.  "შენობა  არ წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.  ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ"–ამბობს ჭანუყვაძე.

შოთა ართმელაძეს ჰქონდა უფლება, სააქციო საზოგადოების  კრების გადაწყვეტილებით, დირექტორთა საბჭოს მოწვევით და თანხმობით, მიეღო  ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გამგეობისა და საკრებულოს  ჩარევის გარეშე და გაესხვისებინა აღნიშნული ფართი დროებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  "აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის" თავმჯდომარის შოთა ართმელაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი საკრებულოს სხდომაზე გააკეთა:

"საკრებულო არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც უნდა შეაფასოს და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთოს სწორი პოლიტიკური არჩევანი, სწორედ ამიტომ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების" კომისიის თავმჯდომარის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ვაცხადებ:
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ შეეფერება საკრებულოს თანამდებობის პირის სტატუსს, საჭიროებს შეფასებას, რეაგირებას და შესაბამის გადაწყვეტილების მიღებას. 
საკრებულოს წინაშე ვსვამ საკითხს „"საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრუივი რესურსების საკითხების" კომისიის თავმჯდომარის შოთა ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე."

ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, სიითი შემადგენლობის ნახევრაზე მეტის მხარდაჭერით ვერ მოხერხდა.

"გურია ნიუსი" შეეცადა საჯარო მოხელეების დაკავებასთან დაკავშირებით დაბა ნასაკირალის მოსახლეობის აზრი გაეგო. ცენტრში შეკრებილებმა  ის შენობა გვანახა, რომლის გასხვისებაც უნდა მომხდარიყო. სოფლის მცხოვრებლების განცხადებით მათი დეპუტატისა და სოფლის რწმუნებულის დაკავება "შეკერილი" საქმე იყო და ის მიზანმიმართულად მოხდა სამართალდამცავების მიერ.

მუხრან ქათამაძე : "გამორიცხულია შოთას ეს გაეკეთებინა, ამდენი წელია ვიცნობთ,  ასეთი რამ თავში აზრად არ მოუვიდოდა. ეს არის ჩაწყობილი საქმე, მოგზავნილია ეს  პიროვნება.  ერთი ადამიანიც თუ დაგიდასტურებთ სოფელში, რომ შოთა ამ ამბის მოქმედი იყო,  იყო  მე მოვიხდი ბოდიშს, მე წავალ მაგის მაგივრად ციხეში.  ეს არის ჩაწყობილი საქმე,  აქ სხვა ამბავია, აბა სად ჩანს მესამე პირი, ვინც ფული გადასცა? სად არის გვაჩვენონ, ვინც ქრთამი მისცა? ის არ უნდა დაისაჯოს? ეს კარგად ორგანიზებული საქმეა"_ ამბობს ქათამაძე და დაკავებამდე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სოფელში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს:

"სოფელში არის რამდენიმე შენობა, კანონიერად დარეგისტრირებული, რომელზეც არსებობს უამრავი საბუთი, მაგრამ არცერთში შესვლა არ მოინდომეს თურქებმა, გინდა თუ არა ეს შენობა მოგვეცითო, სხვა შენობები შესთავაზეს შოთამაც და ტარიელმაც,  მაგრამ არ ქნეს, რატომ? თქვენ გონიათ ან ვინმეს ჰგონია, რომ ეს ჩუმად ხდებოდა და სოფელმა არ ვიცოდით ამის შესახებ? ეს შენობა ჩვენია, ნასაკირალის საკუთრებაა, ჩვენ ვართ აქციონერები და დირექტორი იყო შოთა.

როცა ინვესტორი გამოჩნდა, მოუყარა თავი შოთამ დაბა ნასაკირალის მცხოვრებლებს და განუცხადა,   სოფელში თურქები მოდიან,  თხილის მიმღები პუნქტი ამუშავდება, ადგილობრივები დასაქმდებიანო.  ეს რომ დამალულად ყოფილიყო, შოთა სოფელ შეატყობინებდა ამის შესახებ? გააგებინეთ რა ყველას, ვისაც აინტერესებს, ეს ამბავი ისე არ არის, რასაც გადმოსცემენ. 

სოფელი ცოტას სულს მოითქვამსო, ეს შენობაც დანგრევის პირასაა და  სოფელს შეუნარჩუნდებაო, გარემონტდება და სოფელს დარჩებაო, ამბობდა. ეს შენობა მთავრობის არაა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იყო ჩაწყობილი საქმე, ახლა სტადიონი კეთდება, გაზი შემოჰყავთ, წყალი გააკეთა, გზა კეთდება, რომ ცოდნოდა, ისეთი ფრთხილი კაცი იყო, ამ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა, ყველას გვერდში ედგა, მთელ სოფელს უყვარდა,  ფაქტიურად მთელი სოფლის პატრონი  და გზის გამკვლევი იყო"_ ამბობს ქათამაძე.

ალიოშა ტაკიძე:  "გურიაში თითქმის მასეთი ადამიანი მეორე არ იქნებოდა, სოფლის პატრონი და თავკაცი ეგ იყო."

ოთარ ართმელაძე:  "არ აიღებდა დარწმუნებულები ვართ, კაცს სამსახური ჰქონდა, ამხელა ხელფასი, რის გამო გააკეთებდა? მაგ ფულისთვის არცერთი გლეხი არ გაიფუჭებდა თავს, არა თუ ამხელა თანამდებობის პირი, არ გვჯერა.  სოფელში რამე რომ კეთდებოდა, ყველას თავზე ედგა, ყველაფერს ამოწმებდა, სათითაოდ ითვლიდა, გაზის და წყლის მილებს,  გამორიცხულია,  ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა სად არ უნდა მიმდგარიყო საქმე რომ არ გაეკეთებინა, მთელ სოფელს უყვარს."

დაბა ნასაკირალის  მცხოვრებლები სასამართლოზე მომხდარ ამბავსაც ჰყვებიან:

"სასამართლოში უთქვამს შოთას,  რომ ეს ფული არის რემონტისთვის, ამას ქრთამის სახით იცოდეთ არ ვიღებთო, როცა ჩამოხვალთ რემონტი გაკეთებული დაგხვდებათო.  ეს შენობა არის ჩემი და წილში არის რამდენიმე პირი, რომელთანაც უკვე შეთანხმებული მაქვს ეს ამბავიო.

მოსამართლეს უთქვამს, თუ შენ მაგ საბუთებს წარმოადგენ, რომ ეს არ არის გამგეობის საკუთრება, სამსახურიდან არ გათავისუფლდები და შენი პოსტი შეგინარჩუნდებაო. მოსამართლე  მიხვდა, რომ ეს სასჯელი არ ეკუთვნის.   ახლა რომ სახლში გაგიშვა, ამ საქმეში ისეთი პიროვნებაა ჩარეული, სოფელში მკვლელობა მოხდება.  დაუსახელებიათ კიდეც ვიღაც გ. ირემაძე, რომელიც  წელიწადში ერთხელ არ ამოდის ოფელში და ამის შესახებ მართლა არაფერი  იცოდა.

ინტერესი არის შსს -დან, ადგილობრივი უშიშროებიდან, რომლებმაც გადასცენ ეს ინფორამცია, არ უნდოდათ თავად გამოჩენა, რატომ არ გადმოსცენ ფული აქ და რატომ დაუძახეს აჭარაში? რა თურქებს რატომ არ აწყობდა კანონირი შენობების აღება?  ეს არის სულ რაღაც 20 დღის ამბავი, რომელიც სოფელში არ იყო დამალული"–ამბობენ  დაბა ნასაკირალის მცხოვრებლები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და სახეზეა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები,  რომლის უკანაც ადგილობრივი თვითმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დგანან.

 "სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ქრთამის აღება არის მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც მოხელეს ან მასთან გათანაბრებულ პირს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ან თუ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლო ხელი შეეწყო ამგვარი მოქმედებისათვის, აგრეთვე, მის მიერ სამართლებრივი მფარველობის განხორციელება.

შესაბამისად ვსვამ კითხვას,  საკრებულოს წევრს  დამუკიდებლად რამდენად შეეძლო აღნიშნული  ქმედების განხორციელება. ჩვენს ვარაუდს ადასტურებს საკრებულოს დღევანდელი სხდომა როცა "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მისთვის თანამდებობრივი უფლომასილების შეწყვეტას,  რაც კიდევ უფრო ამძიმებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას"–აცხადებს მანჯგალაძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ევროპის განვითარების ბანკმა, წესით მე უნდა დამაჯილდოვოს"

ივანიშვილი: "მარგველაშვილთან საუბარს საჭიროების მიხედვით გავასაჯაროებ"

ყველა სიახლე

სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22:36; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო