საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი სოსო ჯაჭვლიანი ცდილობს გუშინდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებით შექმნილი კომიკური სიტუაცია გაანეიტრალოს და ჟურნალისტებთან ასეთ განმარტებას აკეთებს: "ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკმა წესით მე უნდა დამაჯილდოვოს".
ჯაჭვლიანის თქმით, გუშინ სესიაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური შინაარსის არ იყო. მისივე განმარტებით, დეპუტატმა ეკა ხეხრეულიძემ მას დასცინა, როცა განაცხადა, რომ ჯაჭვლიანი თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ამიტომ აცდენდა.
,"ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წესით მე უნდა დამაჯილდოვოს. ქალბატონმა ეკამ, მაშინ როცა EBRD-ი ტარდებოდა, კარგად იცის, რომ მე მიწვეული არ ვიყავი, მე არც ფინანსისტი ვარ და არც ბანკირი. მან ამ სიტყვებით დამცინა და მიიღო თავისი პასუხი. რაც შეეხება იმას, რომ ვითომ აქ პოლიტიკურ განცხადებებზე იყო საუბარი, პოლიტიკური განცხადება და ფორმა მე ამისთვის არ მიმიცია", – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა