ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით , მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს გადაეცემა ბინა, თბილისში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ თაღლითები.
როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ისინი დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ ამ ბინების მიღება.
"ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი მსგავს წინადადებას მოისმენენ, მივიდნენ შსს-ში, ან მოვიდნენ ჩვენთან და მოგვაწოდონ ინფორმაცია. ვერავინ მიიღებს ბინას დადგენილი წესის ავლით. ვერც ფულის გადახდით, ვერც თაღლითობით და ვერც აქციებით. არსებობს ძალიან მკაფიოდ დადგენილი წესები, ყველას შეხვდება ბინა, უბრალოდ თანმიმდევრობა და რიგი იქნება მკაფიოდ დაცული", – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს არ წყვეტს მხოლოდ მისი უფლება, ამას წყვეტს კომისია, რომელშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების , ასევე სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved