ჩოხატაურელების რამდენიმე წლიანი ოცნების ასრულება დაიწყო _ 23 ივლისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და შ.პ.ს. კომპანია "ვექტორის“ დირექტორმა სოსო მამულაიშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კულტურის სახლის მშენებლობა იწყება.
პრეზენტაცია ჩოხატაურის ცენტრში, იმ ადგილზე გაიმართა, სადაც კულტურის სახლი უნდა აშენდეს.
ღონისძიებას დეპუტატები _ თემურ ჭკუასელი, თემურ ჩხაიძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
კულტურის სახლის მშენებლობა ჩოხატაურში გასული წლის ზაფხულში დაიწყო, თუმცა, გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და შესაბამისად, ხელშეკრულება შეუწყდა.
ამავე თემაზე: ორი მთავრობის "ღირსების საქმე" _ აუშენებელი კულტურის სახლი; გაუზარდა თუ არა ჩოხატაურს კვერცხების რაოდენობა თემურ ჭკუასელმა; ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას _ ყოფილი თანაგუნდელების ცხარე დებატები; რა ელის კულტურის სახლს; კულტურის სახლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია; ნოდარ ხადურთან "უზარმაზარი შეხლა-შემოხლის" შედეგი; თემურ ჭკუასელი: "იმდენი სატრაბახო მაქვს…"