"ჩვენ უკეთესი მთავრობა გვინდა" _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, "გვჭირდება უკეთესი პარლამენტიც", რომელიც "იგივე წარმოებაა"
_ ბევრი იქ მოსაწყენად ზის და არ იციან რა აკეთონ. თუ გინდათ მე ვიმართლებ თავს _ მეტი ვერ შევძელი, _ ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ "სადაც მთავრობაა იქ არ დადის" და დასძენს, რომ "საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისევ ბატონი ენატრება".
თვითმართველობის რეფორმაზე საუბრისას ამაყია და როგორც თავად განმარტავს ეს რეფორმა მისი "პირომშოა":
_ ქვეყანას მართვა უნდა, _ დასძენს ყოფილი პრემიერი.