ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა.(ა).ი.პ. ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონი“-ს ყოფილ დირექტორს, მურთაზ აბაშიძეს შორის არსებული სასამართლო დავის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დასრულდა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მერიის მთავარი სასარჩელო მოთხოვნა და მურთაზ აბაშიძეს, დირექტორის პოსტზე აღდგენასთან დაკავშირებით ეთქვა უარი.
აღსანიშნავია, რომ დავის მთავარ საგანს სწორედ მურთაზ აბაშიძის ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონი“-ს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა წარმოადგენდა.
მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მურთაზ აბაშიძეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონი“-ს დირექტორის მოადგილის პოსტი რამდენჯერმე შესთავაზა.
მათ შორის 2015 წლის 14 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზეც, სადაც მურთაზ აბაშიძე დაეთანხმა შეთავაზებულ მორიგების პირობებს, თუმცა მოგვიანებით უარი განაცხადა მიღებულ შეთავაზებაზე, იმ მოტივით, რომ მას მხოლოდ დირექტორის თანამდებობის დაკავება სურდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო გადაწყვეტილებით მხოლოდ განაცდური ხელფასის გადახდა დაეკისრა.
(R)