ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქე მერაბ ინაური დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, შემოიტანა და გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობი უაქციზო სიგარეტი "MARLBORO."
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 – ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.