საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში ჩემპიონთა ლიგის, ევრო ლიგისა და სუპერთასების პრეზენტაციას, სადაც სპეციალურად მოწყობილ მინისცენაზე სამივე თასის ხილვის მსურველებს აქვთ ფოტოს გადაღებისა და შეხების საშუალება.
ლანჩხუთში ანალოგიური ღონისძიება პირველ აგვისტოს დღის 12 საათზე იგეგმება და დახლოებით 4-5 საათის განმავლობაში გაგრძელდება, 19 საათიდან კი თასები ქალაქ ბათუმში დაიდებენ დროებით ბინას.