ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსად ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი გოჩა ჟღენტი ინიშნება, რომელიც ბოლო პერიოდში ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
_ ეს ჯერ არავინ იცი. არც მე და თქვენ საიდან ფლობთ ინფორმაციას? _ გვითხრა გოჩა ჟღენტმა და აღნიშნა, რომ დანიშვნის ბრძანება ჯერ დაწერილი არ არის.
მიუხედავად ამისა, გურია ნიუსისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უკვე შეთანხმებულია ჟღენტის მოადგილის ვინაობა _ ამ პოსტს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი ტარიელ ცერცვაძე დაიკავეს, რომელიც თავის მხრივ გოჩა კილაძეს შეცვლის.
ტარიელ ცერცვაძის ადგილს წარმოშობით ოზურგეთელი გიორგი კვირჩილაძე დაიკავებს, რომელიც აჭარაში, მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ვალერიან თელიას მუშაობის პერიოდში ქალაქის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელობდა, ცოტა მოგვიანებით კი ბათუმის საუბნო სამმართველოს უფროსი იყო.
რაც შეეხება ჩოხატაურს _ როგორც გვითხრეს რაიონულ სამმართველოს ზაზა დოლიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე მოადგილედ მუშაობდა.
დოლიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი სმენია.
ჯერჯერობით ვაკანტურია ურეკის პოლიციის უფროსის პოსტი _ აღნიშნული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ლევან ცაავამ.
კვლავ თავისუფალია შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა, აღნიშნული პოსტი ლაშა ბაკურაძეს ეკავა, რომელიც რამდენიმე დღის სამსახურიდან დაითხოვეს.