ევროპელმა მეცნიერებმა მარსის სამგანზომილებიანი ლანდშაფტის მოდელი შექმნეს, უფრო ზუსტად, მათ გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, დაინახოს წითელი პლანეტა სიმაღლიდან და წარმოიდგინოს, რომ მის თავზე დაფრინავს.
ამისთვის კი მათ ის ფოტოები და მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც 10 წლის წინათ მარსისკენ გაშვებული Mars Express-ით მიიღეს.
კოსმოსური აპარატით გადმოცემული ფოტოები ერთი და იმავე ობიექტის სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ მრავალ სურათს წარმოადგენს. სწორედ ამან მისცა საშუალება სპეციალისტებს, შეექმნათ ზედაპირის საკმაოდ ზუსტი რუკა, გამოესახათ სიმაღლეები და დაბლობები, რომლებიც საფუძვლად დაედო კომპიუტერულ გრაფიკას.
მიღებულ ვიდეორგოლზე შესაძლებელია გაჩერებული ლავის ნაკადის გარჩევა, გიგანტური მთები და მდინარეთა მშრალი კალაპოტები. ამგვარად, ვიდეორგოლის ნახვით, წითელ პლანეტაზე დაუვიწყარ ვირტუალურ მოგზაურობას მოაწყობთ.