https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გახსოვთ ბასკები?

13:08; 1.08.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართული ფეხბურთის ისტორიას მრავალი მნიშვნელოვანი თარიღი უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი ღირსშესანიშნავი დღე  1937 წლის 24 ივლისი გამოდგა. იმ წელიწადს ფიზკულტურისა და სპორტის საკავშირო კომიტეტის მოწვევით, საბჭოთა კავშირში ბასკების ფეხბურთელთა ნაკრები ჩამოვიდა. ამ ტურნეს მიმდინარეობისას სტუმრები საქართველოსაც ეწვივნენ. ეს მოვლენა ჩვენს ქვეყანაში, მაშინდელი საბჭოეთის განსაკუთრებული რეპრესიების დროს გრანდიოზულ მოვლენად იქცა და საქართველოშიც უზარმაზარი კვალი დატოვა. ბასკთა თბილისში სტუმრობის შემდეგ 78 წელია გასული და ალბათ უპრიანი იქნებოდა თუ ამ ისტორიულ ვიზიტს კიდევ ერთხელ გავიხსენებდით.

თავდაპირველად ისტორიით დავიწყოთ. მეოცე საუკუნის 30-იანი წლები ბასკებისათვის ისეთივე ტრაგიკული გამოდგა, როგორც იმავე საუკუნის დასაწყისი ქართველებისათვის. 1931 წელს ესპანეთში რესპუბლიკური წყობა გამოცხადდა და ამისი ლოგიკური გაგრძელება 1936 წელს, "ბასკთა ქვეყნის" (ავტონომიის) შექმნა გახდა. 1918-21 წლების საქართველოს მსგავსად ბასკთა თავისუფლება მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. ქვეყანა 1937 წლის ივნისის მეორე ნახევარში ფრანკისტებმა დაიკავეს და ავტონომიაც დაუყოვნებლივ გააუქმეს.

ბასკი ფეხბურთელების ევროპის სახელმწიფოებში გამგზავრების იდეა, მათი ქვეყნის მეთაურს, წარსულში ესპანეთის ერთ-ერთ უძლიერეს თავდამსხმელს  აგირეს დაებადა. ნაკრების მოთამაშეები რესპუბლიკური არმიის მებრძოლები იყვნენ. ისინი სპეციალურად გამოიწვიეს ფრონტიდან, რათა სხვა სახელმწიფოებისათვის ეჩვენებინათ ქვეყნის საფეხბურთო ძლიერება. ფრანკისტებისათვის საინფორმაციო ომის გაჩაღებასთან ერთად, უნდა შეეგროვებინათ საჭირო ფულადი სახსრები გერმანელი და იტალიელი ინტერვენტების წინააღმდეგ მებრძოლი თანამემამულეების დასახმარებლად.

ევროპული ტურნე 1937 წლის აპრილში დაიწყო. ბასკებმა სძლიეს პარიზის "რასინგს" – 3:0 და 3:2. მოუგეს საფრანგეთის იმდროინდელ ჩემპიონს, მარსელის "ოლიმპიკს" – 5:2. მაისში წააგეს პრაღის ნაკრებთან – 2:3. შემდეგ პოლონეთში გადაინაცვლეს და კატოვიცეს გუნდი დაამარცხეს – 4:3.

16 ივნისს, როდესაც ალყაშემორტყმული ბილბაოს დაცემამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, დაიწყო ბასკთა ტურნე საბჭოთა კავშირში. საქართველომდე მათ შვიდი შეხვედრა გამართეს და ხუთ მათგანში იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი მატჩი მოსკოვის "სპარტაკთან" დათმეს (2:6). იმ დღეებში მთელ საბჭოთა ქვეყანაში გავრცელდა ხმები, რომ "სპარტაკთან" შეხვედრის წინ, ესპანელთა მთელი დელეგაცია საგანგებოდ დაათვრეს. გამოსაყოფია ის ფაქტიც, რომ უკვე შემდგომში საბჭოეთში ფართოდ დანერგილი "დუბლვე"-ს სათამაშო სისტემა პირველად სწორედ რომ ბასკებმა შემოიტანეს.

თბილისში ესპანელები 21 ივლისს მატარებლით ჩამოვიდნენ. სადგურის მოედანზე მათ ათასობით დედაქალაქელი ტრანსპარანტებითა და ყვავილებით შეეგება. მოედანი ისე იყო გადაჭედილი, რომ თბილისის დინამოელებმა ძლივს მოახერხეს პირველნი მისალმებოდნენ მატარებლიდან ჩამოსულებს.

მეორე დღეს ბასკებმა პირველი ვარჯიში ჩაატარეს "დინამოს" მცირე მოედანზე, რომელსაც ჟურნალისტებთან ერთად მრავალი გულშემატკივარიც ესწრებოდა. აი რას სწერდა ამის შესახებ გაზეთი "ფიზკულტურელი".

"10 საათზე გამოჩნდნენ ბასკები. მოთამაშეები შევიდნენ გასახდელ ოთახში. მალე მოედანზე სავარჯიშოდ გამოდიან თეთრ ტრუსებსა და მწვანე მაისურებში გამოწყობილი ბასკები. მეკარე გრიგორიო ბლასკოს კი ლურჯი სვიტრი აცვია და ხელებზე მსუბუქი ხელთათმანები აქვს. მასაჟისტი მირიტანაგა სპეციალურ საცხებს უსვამს კუნთებზე და ყოველ მოთამაშეს უკეთებს მსუბუქ მასაჟს. შუა მოედანზე დგას გუნდის ტრენერი პედრო ვალიანა. ვალიანა თავს უყრის ერთად ფეხბურთელებს.

იწყება გიმნასტიური ვარჯიშობანი. ბასკები ელასტიურად აკეთებენ ხელების, ფეხებისა და წელის თავისუფალ ვარჯიშებს. მოსამზადებელი ვარჯიშები დამთავრებულია. თავდამსხმელთა ხუთეული ნაწილდება მოედანზე. აი, მარჯვენა გარემარბმა გოროსტიცამ გაიტაცა ბურთი და გადასცა ცენტრს. ისიდორო ლანგარა აკეთებს ცრუ ნახტომს, მეკარე ეცემა კარების მარცხენა კუთხეში. თვალის დახამხამებაზე მარცხენა გარემარბი, ვისაც მიაწოდა ბურთი ლანგარამ, ახვევს ბურთს ბადეში".

თამაშამდე ბასკები ძალიან ბევრს ვარჯიშობდნენ, დადიოდნენ ქალაქში. სტუმრებს დიდი კონცერტიც გაუმართეს. ესპანელები თურმე განსაკუთრებით მეჩონგურე ქალთა ანსამბლით მოიხიბლნენ. უკვე მოგვიანებით ბორის პაიჭაძე იხსენებდა: " შესანიშნავი ბიჭები იყვნენ, ნამდვილი მებრძოლები. ახლაც თვალწინ მიდგას მათი სახეები, ფუნიკულიორიდან სევდაჩამდგარი თვალებით რომ გადაჰყურებდნენ თბილისს. "შეხედეთ, როგორ ჰგავს ჩვენს ბილბაოსო”"- ჩაიდუდუნა თავისთვის ლანგარამ. ამ სიტყვების მწუხარებითა და სითბოთი გაბრუებულნი, დიდხანს ვდუმდით. ვიღაცამ "სულიკო" წამოიწყო, ჯერ გაუბედავად, მერე კი თითქმის ყველა ბასკი აგვყვა. შემდეგ გადმოგვცეს, ბასკები თურმე "სულიკოს" ღიღინებდნენ მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში".

იმ დღეებში თბილისელთა ერთადერთი საფიქრალი ბილეთი იყო. ბილეთზე ველოსიპედისა და საათის გაცვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მატჩის დღეს, 24 ივლისს, იმდენი ადამიანი მიაწყდა სტადიონს, რომ საჭირო გახდა ცხენოსან მილიციელთა მთელი რაზმის გამოყვანა. ხანდაზმულები ამტკიცებდნენ, ამდენი ხალხი ყეენობის, ბერიკაობისა და წყალკურთხევის დღესასწაულებზეც არ შეკრებილაო. საბოლოოდ, 30 ათასიან „დინამოს“ სტადიონზე, 300 ათასი მსურველიდან მხოლოდ 40 ათასი "ბედნიერი" მოხვდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც აქამდე ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებდა. პოეტ იოსებ გრიშაშვილს უღიარებია:  "ფეხბურთისა არაფერი გამეგება, ბასკების სანახავად ვარ მოსულიო".

შეხვედრა 17 საათსა და 45 წუთზე დაიწყო. მოედანზე გუნდები შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ:

ბასკეთის ნაკრები: ბლასკო, არესუ, აედო, სოლურენა, მუგურსა, ეჩებერია, გოროსტიცა, რეგეირო, ლანგარა, ალონსო, ლარინგა.

თბილისის "დინამო": დოროხოვი, შავგულიძე, ჭუმბურიძე, ჯორბენაძე, მინაევი, გაგუა, გავაშელი, ბერძენიშვილი, პაიჭაძე, ლოლაძე, ასლამაზოვი.

მატჩი ორმხრივი დაზვერვით დაიწყო, თუმცა მალე ინიციატივა სტუმართა მხარეს გადავიდა და შტურმით მიაწვნენ დოროხოვის კარს. მეცხრე წუთზე პედრო რეგეირომ ანგარიში გახსნა, მაგრამ მსაჯმა ეს გოლი არ ჩათვალა. მე-14 წუთზე თავი უკვე სრულიად ახალგაზრდა პაიჭაძემ ისახელა და ბლასკოს კარი დალაშქრა. არც ეს გოლი ჩათვალა არბიტრმა. 27-ე წუთზე კი ანგარიში ოფიციალურად ნამდვილად გაიხსნა. ლანგარა დოროხოვთან პირისპირ დარჩა და 0:1. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი მთლიანად ბასკებისა გამოდგა. რომ არა დოროხოვი, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. მეორე ბურთი ავტოგოლი აღმოჩნდა – 87-ე წუთზე ბურთი მინაევს ბეჭზე მოხვდა და “დინამოს” კარის დარაჯმა რეაგირება ვერ მოასწრო. საბოლოოდ დავმარცხდით – 0:2.

ბასკთა თამაშმა იმდროინდელი ქართული საფეხბურთო სამყარო იმდენად მოხიბლა, რომ ადგილობრივმა “სპორტის მინისტრმა” მილშტეინმა მოსკოვში საქმე “ჩააწყო” და ფიზკულტურისა და სპორტის საქმეთა საკავშირო კომიტეტს მეორე შეხვედრის ნებართვაც დასტყუა.

30 ივლისს ბასკებს ლოკომოტიველი გაიოზ ჯეჯელავათი გაძლიერებული "დინამო" წარუდგა, რომელსაც საქართველოს ნაკრები დაარქვეს.

თამაში კვლავ სტუმრების უპირატესობით წარიმართა და უკვე მეხუთე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ბასკებმა პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. თამაშის ბოლოს მასპინძლებმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბეს და ინიციატივასაც დაეუფლნენ. ბორის პაიჭაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც შეამცირა. საბოლოოდ სტუმრებმა 3:1 გაიმარჯვეს.

31 ივლისს ესპანელებს საზეიმო ბანკეტი გაუმართეს, რის შემდეგაც ისინი სამხედრო გზით თბილისიდან გაემგზავრნენ. საქართველოს კი დარჩა 180 წუთიანი თანამედროვე ფეხბურთის პირველი ლექცია, რომელზეც მოგვიანებით თაობები აღიზარდნენ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

რომელ ქვეყანაში შევხვდეთ ახალ წელს

10:33; 30 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

საჩუქრები… საჩუქრები…   

10:31; 30 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

საახალწლო რჩევა დარიგებები

10:27; 30 დეკემბერი, 2025

აშშ-ში თვითმფრინავ-დირიჟაბლს აგებენ

მოინახულე მარსი კომპიუტერით

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო