აღმოსავლეთ თურქეთში პოლიციასთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას WASHINGTONPOST-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქურთმა ამბოხებულებმა სასოფლო-სამეურნეო მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 სამხედრო, ხოლო 24-მდე ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამბოხებულებს ეძებს.
ერაყის ქურთისტანის მთავრობამ, ორივე მხარეს მოუწოდა განაახლონ მოლაპარაკებები, რათა დაპირისპირებას მშვიდობიანი მოქალაქეები არ შეეწირონ.
როგორც ცნობილია, შეტაკებებს უკვე 260-მდე მეამბოხე და 24 სამხედრო ემსხვერპლა. გარდა ამისა, დაიღუპა 8 მოქალაქე და 12-მდე დაშავდა.