საბერძნეთში საფონდო ბირჟა ხუთკვირიანი "დასვენების" შემდეგ დღეს გაიხსნა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, საბანკო აქციები საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ 30 პროცენტით დაეცა. თუმცა, დიდი დანაკარგი ქვეყანაში არსებული გაურკვეველი ვითარების გამო მოსალოდნელი იყო.
როგორც ცნობილია, საფონდო ბირჟის დახურვა ივნისის ბოლოს საბერძნეთის კრიზისის გამწვავებამ და ვალუტაზე კონტროლის დამყარებამ გამოიწვია.
საბერძნეთის სავალალო ეკონომიკური პერსპექტივები შესაძლებელია ბაზარზეც აისახოს.
ევროკომისიის წევრების თქმით, ბერძნული ეკონომიკა წელს 2-იდან 4 პროცენტამდე შემცირდება.