შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს კობა ცერცვაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 5 დეკემბერს აქვს შევსებული. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას ჰყავს მეუღლე ნატო ბახტურიძე, შვილი ცოტნე ცერცვაძე, დედა მზია კომლაძე და მამა ჟიული ცერცვაძე.
მის სახელზე არის გაფორმებული საცხოვრებელი სახლი ქალაქ თბილისში, ხიმშიაშვილის ქ. #3, ფართობი – 60.00 კვ.მ. ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისში, ხიმშიაშვილის ქ. #3, ფართობი 543.00 კვ.მ. მამამისის, ჟიული ცერცვაძის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორბოულში, ფართობი – 400.00 კვ.მ. და მიწის ნაკვეთი სოფ. კორბოულში, ფართობი – 3500.00 კვ.მ.
კობა ცერცვაძეს ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით აღებული აქვს 39367.00 ლარი. დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ 15000.00 ამერიკული დოლარი აქვს სესხად აღებული "რესპუბლიკა ბანკიდან".