ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები ცნობილია. ჩოხატაურში ყველაზე მაღალი _ 80-იდან 79 ქულა პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარი კუტუბიძემ მიიღო.
75 ქულა აქვს ამავე სკოლის კურდამთავრებულს მარი ღამბაშიძეს, 74 მაგდა მამალაძეს, 71 ხატია ცინცაძეს, 69 ლუკა სიხარულიძეს, 68-68 ქულა აქვთ ირაკლი ბერუჩაშვილსა და გიორგი კვაჭანტირაძეს.
აღსანიშნავია, რომ გამოცდების შედეგებით ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა ჩოხატაურში ლიდერის პოზიცაზეა და როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, მხარის მასშტაბითაც გამორჩეულია.