"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა. მანამდე შოთა კვაჭანტირაძე გორის პროკურორი იყო.
პროკურორის მოვალეობას დღემდე მალხაზ სირაძე ასრულებდა. თითქმის ერთი წელია, რაც ეს თანამდებობა ვაკანტური იყო. მანამდე ამ პოსტზე რამოდენიმე წელი კახა კოჩივარი მუშაობდა.
ახალ პროკურორს ოზურგეთში ხვალ ელოდებიან.
ახალ პროკურორს ოზურგეთში ხვალ ელოდებიან.