ცოტა ხნის წინ გერმანიაში "მსოფლიო ბაზრის გერმანელი ლიდერების ენციკლოპედია" გამოსცეს.
მასში საუბარია მცირე და საშუალო ზომის ფირმებზე, რომლებიც გლობალურ ბაზარზე თავის სფეროში წამყვან პოზიციებზე არიან.
საინტერესოა რომ გერმანია ყველა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებს სჯაბნის იმ კომპანიების რაოდენობით, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გარკვეულ სეგმენტსა და ნიშაში პირველები არიან. გერმანიაში 1 500-მდე ასეთი ფირმაა.
აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობის შესახებ მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის არის ცნობილი.
"გერმანელი ლიდერების ენციკლოპედიის" ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ ოლიმპიური თამაშების პრინციპი გამოიყენეს და გამოცემაში ის ფირმები შეიტანეს, რომლებსაც პირველი, მეორე და მესამე ადგილები უკავიათ თავის სფეროში.
წიგნში ისეთი ბრენდებიც მოხვდნენ, როგორიცაა "სიმენსი" და "ფოლკსვაგენი", თუმცა, მსოფლიო ლიდერთა უმეტესობა კლასიკური ოჯახური საწარმოა.