ცოტა ხნის წინ გავლენიანმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანდი ტაიმსმა" აღნიშნა, რომ მსოფლიო სოციალურ სისტემაში ახალი, სუპერმდიდრების კლასი ყალიბდება.
ასეთი მოსაზრების საფუძველი ლონდონში, მილიონერთა ელიტურ სახლში, "ვან ჰაიდ პარკში" გამართული წვეულება გახდა.
ამ სახლში პენტჰაუსის ღირებულება 140 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ამ ნაგებობაში ერთი კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 60 ათასი გირვანქა სტერლინგი, ანუ 104 ათასი დოლარია.
თავის დროზე ამ სახლის მშენებლობის დაწყებისას, პროექტს ზედმეტად ექსტრავაგანტურად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კი მის ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ.
"ვან ჰაიდ პარკში" 86 ელიტური ბინიდან ნახევარი უკვე გაყიდულია. მაინც, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც კერძო კინოთეატრებით, ძვირად ღირებული საცურაო აუზებით, კერძო გასასვლელებით აღჭურვილ ბინებს ყიდულობენ.
მსოფლიოში ადამიანის ახალი ტიპი შეიქმნა. სტატისტიკა მოწმობს, რომ 1987 წლიდან უმდიდრესთა სუპერკლასი იქმნება და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ლონდონს ირჩევს საცხოვრებლად.
2006 წელს ლონდონში 19 მილიარდერი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ ამ ქალაქში 50 მილიარდერია, დანარჩენ ბრიტანეთში კი – კიდევ 20..