https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქონება, რომელიც სახელმწიფომ “იჩუქა”, კანონიერ მფლობელებს ჯერ ვერ დაუბრუნდება

18:08; 4.08.2015
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

2004-2012 წლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამორთმეული, იძულებით დათმობილი და სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საკითხი კვლავ გაურკვეველია. ამ წლებში ქონების იძულებით დათმობის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის და ჩუქების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი.

2011 წელს ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველო" ინიციატივით დაიწყო პროექტი "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში". პროექტს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია: "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "მწვანე ალტერნატივა" და "საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია" ახორციელებდა.

მიზანი კი, საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა; ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა იყო. პროექტის მონაწილე ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მათთვისაც გაურკვეველია, საბოლოოდ მოხდება თუ არა დაზარალებული მოსახლეობის უზრუნველყოფა და როდის გამოიძიებს პროკურატურა დაზარალებულთა საქმეებს.

"უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებათა შედეგების აღმოფხვრა და ათასობით უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად მათი საქმეების გონივრულ ვადებში გადასინჯვა", _ ეს არის ამონარიდი "ქართული ოცნების" 2012 წლის 1 ოქტომბრის წინაასარჩევნო პროგრამიდან.

"ქართულ ოცნებას" ამომრჩეველმა მხარი ამ დანაპირებისთვისაც მისცა, თუმცა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაურკვეველი ვადით მალევე გადაიდო _ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, რომელზეც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, მალევე გადაიფიქრეს; მიზეზად კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები დასახელდა, რომელთა გადასინჯვასაც ქვეყნის სასამართლო სისტემა ვერ შეძლებდა; ასევე ისიც, რომ სახელმწიფო არ იყო მზად მოსალოდნელი ფინანსური კომპენსაციების გასაცემად.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნისას განაცხადა, რომ მთავრობა 2015 წლის თებერვლის ბოლომდე წარადგენდა "კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულება".

რამდენი საქმე გახსნა დეპარტამენტმა

ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა 20-მდე საქმე გახსნა და დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს ქონებაც დაუბრუნა.
ერთ-ერთი ბოლო საქმე პროკურატურამ 2015 წლის 21 ივლისს გახსნა და ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა, მანამდე კი, უწყებამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი 13 ივლისს გახსნა და შსს-სა და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამხილა. უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კი მეპატრონეებს დაუბრუნდათ.

გარდა ამისა, პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა იძულებით ჩამორთმეული ქონების 5 ფაქტი ივნისშიც გახსნა. რამდენიმე დღით ადრე კი, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გააქტიურდეს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და იქვე დააანონსა ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის დაწყება.

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, 2015 წლის 29 ივლისს კი, თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2010 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. როგორც სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საკითხზე თბილისის მერიას ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მიმართეს.

ირაკლი მახარაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2010 წელს დააკავა და პროკურატურის წარმომადგენლებმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, არაოფიციალურად მოსთხოვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა. მახარაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება ირაკლი მახარაშვილის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენისა და საკუთრებაში კანონიერი ფლობის ფაქტი, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი მახარაშვილის მიერ მიწის უსასყიდლოდ მიტოვების ფაქტი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი მის კანონიერ მფლობელს უკან უბრუნდება.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" პროექტის მენეჯერი გია გვილავა ამბობს, "მთავარი პროკურატურის მიერ რამდენიმე საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება ძალიან ცოტაა, რადგან პრობლემა რეალურად გაცილებით დიდია":

"ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის უძრავ-მოძრავი ქონება და წილები, ასევე, მოთხოვნის უფლებები უსასყიდლოდ იყო სახელმწიფოსთვის გადაცემული, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარზე და ათეულობით მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის ამ ქონების ოფიციალური საბაზრო ღირებულება. მაგრამ რეალურად შესაძლებელია, გაცილებით მეტი თანხა ყოფილიყო.

არის შემთხვევები, როდესაც ერთი ფიზიკური პირი გადასცემს სახელმწიფოს 12-15 მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უსასყიდლოდ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასეულობით ავტომობილია სახელმწიფოსთვის გადაცემული ასევე უსასყიდლოდ.

სანამ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნებოდა, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროკურატურასთან. მაშინ ოფიციალური განცხადება იყო ის, რომ მიდიოდა საქმეების გამოძიება, თუმცა საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, ის დროში გაჭიანურდებოდა. ახალ დეპარტამენტსაც დაახლოებით იგივე პასუხი აქვს, რადგან ძალიან ბევრი საქმეა მათ წინაშე. როდის მიენიჭება ამ საქმეებს პრიორიტეტი ან როდის მოუწევს გამოძიება, არ ვიცით", _ აღნიშნავს გვილავა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო" აქამდეც მიიჩნევდა, რომ პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები უფრო უნდა დააკონკრეტოს _ ამ დრომდე არ არის ცნობილი, რომელ საქმეებს და რა კრიტერიუმით ანიჭებს უპირატესობას მთავარი პროკურატურა, ან რა დროშია შესაძლებელი, დასრულდეს ჩამორთმეული, დათმობილი და სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებული ქონებების გამოძიების საკითხი.

ჩუქება-მიტოვების სტატისტიკა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, "2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5 634 ქონება დათმეს". კერძოდ, ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ერთეული ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი _ 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ან/და მიტოვებული ქონების სიმრავლე გვხვდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი _ 477, აბაშა _ 116, ბათუმი _ 97, ჩოხატაური _ 84, ხელვაჩაური _ 76, მცხეთა _ 65, ხონი _ 48, ხოლო საკუთრივ თბილისში, 2004-2012 წლებში, დაფიქსირებულია ქონების დათმობის 589 შემთხვევა. ორგანიზაციამ შეისწავლა 2000-2003 წლებში არსებული მდგომარეობაც, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობის მხოლოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2012-დან 2015 წლის პირველ იანვრამდე პროკურატურაში 52 530 საჩივარი და განცხადება შევიდა. აქედან, ჯერჯერობით იძულებთ დათმობილი ქონება მხოლოდ 9 პირს დაუბრუნდა.

2015 წლის 4 მარტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებს.  მინისტრმა იქვე განმარტა, რომ შესაბამისი თანხა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ირიცხება.
თუმცა, მთავარ პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, მოქალაქეთა ანაზღაურების საკითხი აღსრულების ფონდიდან გახორციელდა თუ არა.

კითხვაზე – რეალურად რამდენად არის შესაძლებელი, დაზარალებულ პირებს ზიანი აუნაზღაუროს სახელმწიფომ? "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" პროექტის მენეჯერი გია გვილავა გვპასუხობს, რომ "ამაზე საუბარი ახლა ძალიან რთულია":

"ჩვენ ჯერ ის პრობლემა გვაქვს, რომ რეალურად არ ვიცით რამდენ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. ეს არავის დაუთვლია. შესაბამისად, არ ვიცით, რა თანხაზეა საუბარი. ის, რაც ჩამოერთვათ, გასაგებია, მაგრამ მარტო უძრავი ქონებაც არ არის პრობლემა. თუ დადასტურდა სახელმწიფოს, პროკურატურის, სამართალდამცავების ჩარევა, მაშინ გამოდის, რომ ეს ზიანი უნდა აანაზღაუროს, თუმცა, არც ის არის ცნობილი, თუ დიდ თანხაზეა საუბარი, მაშინ რამდენად არის სახელმწიფო ამ ზიანის ანაზღაურებისთვის მზად. თეორიულად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, პრაქტიკულად, რამდენად გახორციელდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი სათქმელია", _ ამბობს გვილავა.

დაზარალებული მოსახლეობა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, განსაკუთრებით გააქტიურდა და საკუთარი ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალურად, ძალიან მცირე ნაწილმა მოახერხა ზიანის კომპენსაციის მიღება.

ცოტა ხნის წინ თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა გონიოში მცხოვრები 271 ოჯახიც, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.
ანალოგიური მდგომარეობაა ანაკლიის, მესტიის, ხარაგაულის, საირმის ტერიტორიებზეც.

დაზარალებული მოსახლეობა ამ დრომდე ცდილობს თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნკვეთების დაბრუნებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "საერთშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოში" აცხადებენ, რამდენიმე მათგანს, სარჩელი ევროპულ სასამართლოშიც აქვს გაგზავნილი და საქმე წარმოებაშია მიღებული, თუმცა, ხანგრძლივი და რთული პროცედურების გამო საქმეების განხილვას რამდენიმე წელია ელოდებიან.

(R)
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

10:40; 26 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

10:37; 26 თებერვალი, 2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25 თებერვალი, 2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25 თებერვალი, 2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25 თებერვალი, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს

თბილისის საბაგირო გზა მცირე დროით დაიკეტება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში გაჩნდა მოწოდება, „მეორე ფრონტის“ გახსნაზე

11:30; 26.02.2026
მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

11:22; 26.02.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

10:40; 26.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

10:37; 26.02.2026
მსოფლიო

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

10:36; 26.02.2026
პოლიტიკა

“ოცნების ხელისუფლების ასეთი გადაფსიხება მე არ მახსოვს” – დავით ზურაბიშვილი

10:29; 26.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია _ გაფრთხილება მძღოლებს

10:13; 26.02.2026
მსოფლიო

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

10:06; 26.02.2026
საზოგადოება

ნალექი, ქარი, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

9:56; 26.02.2026
საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო