ინდოეთში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას 178 ადამიანი ემსხვერპლა.
CNN-ის ინფორმაციით, გუჯარატში -71, რაჯასტანში-38, ხოლო დასავლეთ ბენგალში, ბანგლადეშის საზღვართან 69 ადამიანია დაღუპული.
სახელმწიფო კატასტროფების მართვის მინისტრის განცხადებით, კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს წყლით სავსე ჯებირები.
"ჩვენ ვცდილობთ სიტუაციის გაკონტროლებას."_აღნიშნა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, კუდლეფ დათვალიას განცხადებით, სტიქია 10 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.
გასულ თვეს, სტიქიის შედეგად ქვეყნის კიდევ ერთ რეგიონში – მიანმარში 47 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150 000-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.