თბილისის მერია გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
დავით ნარმანიამ ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ გამგეობა და შესაბამისი სამსახურები გარდაცვლილთა ოჯახებს დახმარებას გაუწევენ.
გუდაუთის ქუჩაზე საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.