ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთო მანქანაში აიფეთქა.
ABCNEWS-ის ინფორმაციით, აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 12-მდე დაშავდა.
ლოგარის პროვინციაში მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დინ მოჰამედ დარვიშმა განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის სამი პოლიციელი და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქეა.
როგორც ცნობილია, აფეთქება პროვინციაში მთავრობის ოფისებთან ახლოს მოხდა და მასიური აფეთქების შედეგად 500 მეტრის რადიუსში შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.