ტელეკომანია "რუსთავი 2", ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას, გენერალური დირექტორის თქმით, სასამართლოში გაასაჩივრებს. კომპანიის კუთვნილი ავტომობილები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა.
მიიღებს თუ არა მის სარჩელს სასამართლო წარმოებაში და დაიწყება თუ არა სამაუწებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა, ორშაბათს გახდება ცნობილი.
ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წილის დაბრუნებას ითხოვს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
"რუსთავი 2-ის საქმე არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის არსებობისთვის. ამიტომ, ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს ხელს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს ხელს, ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ ეს არ გაეკეთებინა." _ განაცხადა გვარამიამ.