რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლის თავს სოციალურ ქსელში ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომლის მიიჩნევს, რომ დაკარგულს დავიბრუნებთ:
_ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები… წლიდან წლამდე მოვიგონებთ და მათ სულებს სანთლებს დავუნთებთ.
შვილებს, შვილიშვილებს მოვუყვებით მათ შესახებ.
საუკუნების უსასრულობაში გადასული გმირების სიას ჩვენი თანამედროვე ბიჭებიც შეემატნენ…
არადა ხომ შეიძლებოდა, სადღაც ჩვენს გვერდით, თითოეულ მათგანს ეცხოვრა, ეშრომა, შვილი გაეზარდა…
2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლი მოსახლეობა… მოკლული, დევნილი.
ბავშვობაწართმეული პატარები, გამწარებული მოხუცები…
უმძიმესია აგვისტოს იმ დღეების შესახებ საუბარი. სათქმელი ითქვა, დასკვნები გაკეთდა, დარჩა მხოლოდ ტკივილი.
მოვა დრო და ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულს, ჩვენ წავალთ წინ – საქართველოს ბევრი გამარჯვება ექნება, მაგრამ იმ ადამიანების გარეშე, ვინც ამ გზაზე დავკარგეთ! _ წერს მინისტრის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ჩვენი ვალდებულებაა მათი ხსოვნის წინაშე, ვიყოთ ბევრად უკეთესები ვიდრე ვართ, ვიყოთ ერთად და რაც მთავარია თავისუფლები!,