"დღეს, რა თქმა უნდა, გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს, ეს პროცესი შეაჩეროს" _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა.
მისივე თქმით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა:
"ასევე ჩემთვის მთავარია ვიყოთ გარანტი მშვიდობის და სტაბილურობის. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა.
თუ ჩვენ გვინდა შემოვიერთოთ დაკარგული ტერიტორიები და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ _ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით.
რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს ვიქნებით პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი ტერიტორია და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იცხოვროს აფხაზეთის და ოსების გარეშე", _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.