საფრანგეთში რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.
BBC-ის ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც ქალაქ ლე-მანიდან პარიზში მიემგზავრებოდა, ავტომობილს დაეჯახა, რომელიც დაუდგენელი მიზეზების გამო, რკინიგზის გადასასვლელ ლიანდაგზე გაჩერდა.
ცნობილია ისიც, რომ შეჯახებამდე ავტომობილში მყოფმა ერთმა მგზავრმა ტრანსპორტის დატოვება მოასწრო.