ტაივანში ტაიფუნმა, რომელსაც თან ძლიერი წვიმა და ქარიც ახლდა, ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები, შუქნიშნები მოგლიჯა.
WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიკარგა, ხოლო 27-მდე დაშავებულია.
ტაივანის ამინდის ცენტრალური ბიუროს განცხადებით, ქარიშხალი სამხრეთ ჩინეთის მიმართულებით გადაინაცვლებს, სადაც მოსალოდნელია მაღალმთიან რეგიონებში ზვავის, მეწყერის ჩამოწოლა, ხოლო დაბლობში-დატბორვა.
სამხრეთ ჩინეთიდან 158 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.