სულთან ჰასანალ ბოლკიაჰის იუბილე
ბრუნეის სულთანმა, ჰასანალ ბოლკიაჰმა, 1996 წელს 40 მილიონი დოლარი გადაიხადა ორკვირიან წვეულებაში. სულთნის დაბადების დღის მისალოცად ბრუნეიში 3 ათასი სტუმარი ჩავიდა, მათ შორის იყო პრინცი ჩარლზიც. მიწვეულთა გართობაზე მაიკლ ჯექსონი ზრუნავდა. სტუმრებს ახვედრებდნენ შავი ხიზილალისგან მომზადებულ კერძებს და უწყობდნენ სპეციალიზებულ სამხედრო აღლუმებს.
"მარდან პალასის" გახსნის ცერემონიალი
2009 წელს, აზერბაიჯანელ მილიარდერს, ტელმან ისმაილოვს, სასტუმრო "მარდან პალასის" გახსნისადმი მიძღვნილი წვეულება 35 მილიონი დოლარი დაუჯდა. სტუმრების სტატუსით სასტუმროს გახსნას დაესწრნენ: რიჩარდ გირი, შერონ სტოუნი, ტომ ჯონსი და პერის ჰილტონი. წვეულების განსაკუთრებული სტუმარი იყო ტელმან ისმაილოვის ამჟამინდელი მეგობარი ქალი – მონიკა ბელუჩი.
ელიზაბეტ ბრუკსის იუბილე
მილიარდერმა დევიდ ბრუკსმა გრანდიოზულად აღნიშნა თავისი ქალიშვილის, ელიზაბეტის 12 წლის იუბილე. ებრაელმა მილიარდერმა ტრადიციული "ბატ-მიცვა", ებრაულად – სრულწლოვანება, სასტუმრო "რეინბოუ რუმსში" აღნიშნა. სტუმრების საზეიმო განწყობაზე ჯგუფები "იგლზი", "ფლიტვუდ მაკი" და რეპერი "50 ცენტი" ზრუნავდნენ.
დევიდ ბონდერმენის იუბილე
ცოტა ხნის წინ მილიარდერმა დევიდ ბონდერმენმა გრანდიოზულად აღნიშნა თავისი დაბადების დღე. ლას-ვეგასის "ჰარდ როკ კაფე" დახურული იყო და მოწვეულ სტუმრებს "როლინგ სთოუნზი" და რობი უილიამსი ართობდნენ. წვეულება 7 მილიონი დოლარი დაჯდა.