მეცნიერებმა პირველად შეძლეს, დაემტკიცებინათ, რომ ორ ბიოლოგიურ ორგანიზმს ერთმანეთის აზრების წაკითხვა ათასობით კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. ჯერჯერობით დადებითი შედეგები მხოლოდ ვირთხებზე ცდების დროსაა მიღწეული, მაგრამ ადამიანთა შესაძლებლობები შეიძლება უფრო ფართო იყოს.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის, დიუკის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა ერთი ვირთხა ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ დარემიში და მეორე – ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ნატალში, აიძულეს ერთდროულად შეესრულებინათ ერთი და იგივე ამოცანა. ამისთვის მეცნიერებმა მათ ტვინში იმპლანტანტები ჩანერგეს. ვირთხა-"შიფრატორი," გარე ფაქტორებისგან დამოკიდებულებით, დააწვებოდა გარკვეულ ბერკეტს გალიაში, რომელიც ამა თუ იმ ფერით იყო წარმოდგენილი. ინფორმაცია მისი მოქმედების შესახებ ელექტრული იმპულსებით კოდირდებოდა და შედიოდა ვირთხა-"დეშიფრატორის" ტვინში. ის უნდა დაწოლოდა იმავე ფერის ბერკეტს, რომელიც პირველმა ვირთხამ აირჩია. ამოცანის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ორივე ვირთხა იღებდა ჯილდოს.
ცდების დროს სიგნალის მიმღები ვირთხის რეაქციათა 70 პროცენტი სწორი იყო, რაც მეცნიერთა აზრით, მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი დრესირების დროს. აღსანიშნავია, რომ კონტაქტი სახელდობრ, "ურთიერთობა" იყო, ვინაიდან მათ კავშირს ჰქონდა არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი ხასიათი. როდესაც "დეშიფრატორი" აწვებოდა არასწორ ბერკეტს, პირველი ვირთხა არ იღებდა საკვებს და ხვდებოდა, რომ რაღაცა სწორად არ გააკეთა. მაშინ გადასცემდა უფრო ზუსტ სიგნალებს.
"ეს არის პირველი დამტკიცებული შემთხვევა ხელოვნური ტელეპათიისა ორ ბიოლოგიურ ორგანიზმს შორის, რაც იმას მოწმობს, რომ ასეთივე კავშირი შეიძლება, ადამიანებს შორისაც დამყარდეს", – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მიგელ ნიკოლელისმა.
მაგრამ ამდაგვარი ექსპერიმენტები შეიძლება იმის დემონსტრირებასაც ახდენდეს, რომ ერთი ტვინი შეიძლება, მეორეთი კონტროლდებოდეს… შედეგები კი დამანგრეველი აღმოჩნდეს. "მე მზარავს ვიფიქრო, რა მოხდება, თუ ამ ცდის გამოყენება დაიწყება არაჰუმანური მიზნებისთვის", – გამოთქვა შიში დიდი ბრიტანეთის უორიკსის უნივერსიტეტის ბიოლოგმა. მიუხედავად ამისა, ცდების გაგრძელება აუცილებელია, პირველ ყოვლისა, მიღწევები ამ დარგში აუცილებელია, პროთეზირებაში გარე მოწყობილობების მართვის შესაძლებლობების განვითარებისთვის მათზე ფიზიკური ზემოქმედების გარეშე.