ჰილარი კლინტონი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ექსპირველი ლედი ჰილარი კლინტონი სპირიტიზმით არის გატაცებული. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი ასეთი სეანსის დროს, მან გარდაცვლილ ელეონორა რუზველტთან დაამყარა კავშირი და ისაუბრა კიდეც სხვადასხვა საჭირბოროტო თემაზე. სხვათა შორის, ამერიკული საზოგადოება პოლიტიკოსთა მსგავს უცნაურ გატაცებებს მშვიდად უყურებს და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
ჯორჯ ბუში-უმცროსი
ამერიკის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში რეიტინგში თავისი გასტრონომიული მიდრეკილებების გამო მოხვდა. ცნობილია ბუშის სისუსტის შესახებ სწრაფი კვების პროდუქციის მიმართ. ტეხასელ ჯორჯს განსაკუთრებული გართულება აქვს უცნაურ კერძზე – ეს არის პიცისა და ჩიზბურგერის ერთგვარი ნაზავი. გარდა ამისა, პრეზიდენტობის პერიოდში ბუში ამერიკელი პოლიციელების საყვარელი ტკბილეულის – ფუნთუშების სიყვარულში იყო შემჩნეული და ერთხელ მას ყელშიც კი გადასცდა ერთი ასეთი ფუნთუშის ლუკმა.
ბარაკ ობამა
ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს ერთი მავნე ჩვევა: ობამა ქალების მიმართ ფამილარობაშია შემჩნეული – ხშირად სრულიად უცნობ მანდილოსნებს "ძვირფასოთი" მიმართავს. ერთი შეხედვით, კანონგარეშე ამაში არაფერია, თუმცა, ამერიკული კანონმდებლობა ცნობილია, როგორც ფემინისტების დამცველი და თუკი მავანი ქალბატონი ობამას "ძვირფასოს" სხვანაირად გაიგებს, მას უფლება ექნება, პრეზიდენტს არშიყობაში დასდოს ბრალი.