სტამბოლში, ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოსთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა სტამბოლში პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე საათში მოხდა. როგორც ცნობილია, პოლიციის შენობასთან განხორციელებული ტერაქტის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ხუთი სამართალდამცავია.
თურქეთში ტერაქტების გახშირება, მთავრობასა და ქურთ ამბოხებულებს შორის ვითარების დაძაბვამ გამოიწვია.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის საკონსულოსთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.