ცოტა ხნის წინ ესტონეთის პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა, თავისი პერსონალური კომპიუტერის ვებ-კამერას სკოჩი გადააკრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პირადი მონაცემების დაცვის კონფერენციაზე განაცხადა.
ილვესმა კამერაზე სკოჩის დაკვრა იმით ახსნა, რომ სურდა, თავი დაეცვა მავანი ჰაკერებისგან, რომლებსაც შეუძლიათ თვალთვალი და უნებართვოდ კომპიუტერის საშუალებით მანიპულირება.
ილვესის აზრით, აუცილებელია, შემუშავდეს როგორც ჰაკერებთან ბრძოლის ახალი კონცეფცია, ისე ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც მოქალაქეებს კიბერ-დანაშაულისგან დაიცავს.