საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. სევილია-ბარსელონის თამაშის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო დღე არის დღეს, რომ განვაცხადო, მე მართლა მივდივარ და დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გამოვაცხადებ არჩევნების დღეს.
როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე. დღეს იყო ჩემი პიკი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაღუპა ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი. მე ვარ ძალიან მოხარული და მინდა გითხრათ, რომ ჩამოვკიდე ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე. ფეხბურთი სიჭინავას გარეშე!" – თქვა ზვიად სიჭინავამ.
როდის დასახელდება ახალი არჩევნების თარიღი, ეს დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.